მგზავრობისას 80%-მდე დამუხტვა სულ რაღაც 30 წუთში

თუ უფრო ხანგრძლივ მგზავრობას გეგმავთ, შესაძლოა გზაში ავტომობილის დამუხტვა დაგჭირდეთ. გამგზავრებამდე სასურველია მოძებნოთ სწრაფი (DC) დამტენი სადგური, რომელიც თქვენს მარშრუტზე მდებარეობს. ადგილზე მისვლის შემდეგ უბრალოდ მიჰყევით ტერმინალის ინსტრუქციებს: შეაერთეთ ავტომობილი დამტენთან (საკუთარი კაბელის გამოყენება საჭირო არ არის) და შეისვენეთ სულ რაღაც 30 წუთი, ამ დროის განმავლობაში შეგიძლიათ ყავაც მიირთვათ.

 

 
სახლიდან დამუხტვა

მომხმარებელთა გარკვეული ნაწილი ავტომობილის ძირითად დამუხტვას სახლიდან ახორციელებს — სპეციალური wallbox-ის ან ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ელექტროქსელის მეშვეობით. ეს პროცესი AC დამუხტვის სახელით არის ცნობილი. მართალია, სრულ დატენვას რამდენიმე საათი სჭირდება, თუმცა ღამის განმავლობაში ეს სრულიად პრაქტიკული და კომფორტულია, თუმცა აღსანიშნავია რომ  AC დამუხტვისთვის საჭიროა საკუთარი დამტენი კაბელის გამოყენება.

ჩვენი რეკომენდაციაა ყოველდღიურ რეჟიმში გამოიყენოთ ნაწილობრივი, რეგულარული დამუხტვა — სრული დატენვა უმეტეს შემთხვევაში აუცილებელი არ არის.

 
სწრაფი და მარტივი დამუხტვა
Opel-ის მოწინავე სწრაფი დამუხტვის ტექნოლოგია Mokka Electric-ის ენერგიის შევსებას უმოკლეს დროში უზრუნველყოფს. 100 კვტ-იანი DC სწრაფი დამუხტვის სისტემის გამოყენებით, ელემენტის 80%-მდე დამუხტვა შესაძლებელია მხოლოდ 30 წუთში, რაც ხანგრძლივ მგზავრობებსაც უფრო მარტივსა და კომფორტულს ხდის.