თამამი და სუფთა დიზაინი
თამამი 

Opel Mokka Electric-ის თითოეული ხაზი და ფორმა — დინამიკურია და მკვეთრი სილუეტით გამოირჩევა.

Mokka Electric - ეს ძლიერი ვიზუალური იდენტობის მკაფიო გამოხატულებაა.

 
 ადგილი, სადაც უნდა იყოთ
აღმოაჩინეთ სივრცე, რომელიც გერმანული დიზაინის ახალი მიმართულებით არის შექმნილი. ინტერიერში, ციფრული სიმარტივეს მართვა სრულიად ახალ დონეზე აჰყავს. ინდივიდუალურად შერჩეული კომბინაციები — ქსოვილები, დეკორატიული ელემენტები და ჭერის მოპირკეთება, თქვენს სტილს იდეალურად ერგება. 
შთამბეჭდავი მოცემულობა
ძალოვანი აგრეგატი და სკულპტურული, სრულად თანამედროვე LED უკანა მაშუქები ჰარმონიულად ერწყმის გამორჩეულ Vizor-ს და  მთლიანობაში, ახალ ვიზუალურ იდენტობას ქმნის. 
მკვეთრი ექსპრესია
Vizor Opel-ის გამორჩეული, ახალი საფირმო ელემენტია. ის ელეგანტურად აერთიანებს წინა ნაწილის მრავალ მოწყობილობას, სენსორსა და ფუნქციას ერთ მთლიან, თანამედროვე პანელში, რომელიც Opel-ის დიზაინის განუყოფელი ნაწილია— როგორც ვიზუალურად, ისე ემოციურად. 
მართვის სტილი
Opel Mokka Electric-ის 16", 17" ან 18-დუიმიანი ელეგანტური ალუმინის დისკების არჩევანი ხაზს უსვამს ავტომობილის გამორჩეულ ხასიათს. სრულყოფილი ვიზუალური დეტალი აძლიერებს მზადყოფნის განცდას — იყოთ ყურადღების ცენტრში და თავადაც აღიქვათ გარემო მაქსიმალური სიცხადით, ხოლო დისკების დიზაინი Mokka Electric-ს ისეთივე დახვეწილ და გლუვ იერს ანიჭებს, როგორიც მისი მართვის დინამიკაა. 
იდენტობის გამოხატულება
Opel Mokka Electric-ს  კიდევ უფრო გამორჩეულს ხდის უნიკალური დიზაინის ელემენტების, სახურავისა და კაპოტის პერსონალიზაცია.