Opel Mokka Electric აღჭურვილია ეფექტური 50 kWh ლითიუმ-იონური ბატარეით. 216 მაღალი ენერგიის სიმკვრივის მქონე უჯრედი და გაუმჯობესებული თერმული მართვის სისტემა უზრუნველყოფს ხანგრძლივ ექსპლუატაციასა და კარგ სავალი მარაგს, რასაც დამატებით აძლიერებს ენერგიის აღდგენის (რეგენერაციული) დამუხრუჭების სისტემა.
როგორც კი ფეხს აუშვებთ ამაჩქარებლის პედალს, სისტემა დამუხრუჭებისას წარმოქმნილ კინეტიკურ ენერგიას აღადგენს და მას დამატებით სავალი მანძილად გარდაქმნის. მაქსიმალური რეჟიმის (Mode B) შემთხვევაში, ყოველდღიური მგზავრობების უმეტესობა შესაძლებელია თითქმის ტრადიციული მუხრუჭების გამოყენების გარეშე, რაც ამცირებს ცვეთას და მოვლის ხარჯებს.