უსაფრთხოება და ინოვაცია
ოპტიმალური ხილვადობა
Opel Mokka Electric-ის ადაპტიური, მუდმივი IntelliLux LED® Matrix -ის მატრიცული განათება უზრუნველყოფს შესანიშნავ ხილვადობას ყველა პირობებში და გაძლევთ შესაძლებლობას იმოძრაოთ მაღალი ნათებით ისე , რომ არ შეუქმნათ საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავ მძღოლებს ხილვადობის პრობლემა. 
დისტანციის შენარჩუნება
Opel Mokka Electric-ის Advanced Cruise Control¹,² სისტემა ზრუნავს თქვენს უსაფრთოებაზე, ის ავტომატურად ახდენს აჩქარებასა და დამუხრუჭებას, რათა ყოველთვის შეინარჩუნოს წინ მოძრავ ავტომობილთან დისტანციის სტაბილური მანძილი. 
შეჯახების თავიდან აცილება
მძღოლის დამხმარე სისტემების სრულ კომპლექსში, მათ შორის Active Lane Positioning-ის ჩათვლით, ავტომატური გადაუდებელი დამუხრუჭების სისტემა აკვირდება წინ არსებულ მოძრაობას — როგორც სატრანსპორტო საშუალებებს, ისე ფეხით მოსიარულეებს — და უზრუნველყოფს შეჯახების თავიდან აცილებას ან მისი ზიანის მნიშვნელოვნად შემცირებას. 30 კმ/სთ და უფრო დაბალ სიჩქარეზე, სადაც შეჯახებების უმეტესობა ხდება, სისტემა ავტომობილს სრულად აჩერებს. უფრო მაღალი სიჩქარეების შემთხვევაში კი იგი ამცირებს სიჩქარეს 50 კმ/სთ-მდე, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს შეჯახების შედეგად მიყენებულ ზიანს. 
საინფორმაციო დაფა
Opel Mokka Electric-ის დახვეწილობა და სიმარტივე მკაფიოდ აისახება Opel Pure Panel-ში. სუფთად და მინიმალისტურად ჩამოყალიბებული, პერსონალური  მძღოლის საინფორმაციო პანელი გაწვდით ყველა საჭირო ინფორმაციას ზედმეტი დეტალების გარეშე. ვიზუალურად დამაბრკოლებელი ელემენტები გამორიცხულია, რაც ქმნის უწყვეტ და სრულად ციფრულ მართვის გამოცდილებას. 
ყველაფერი ხედვის არეალში
Opel Mokka Electric აღჭურვილია პანორამული კამერით, რომელიც გაძლევთ 180°-იან გაფართოებულ უკანა ხედს. სისტემა აფიქსირებს და ხაზს უსვამს ახლომდებარე ობიექტებს და გაძლევთ შესაძლებლობას დაინახოთ ავტომობილის გვერდებიდან მომავალი მოძრაობაც — რაც განსაკუთრებით სასარგებლოა უკუსვლით გადაადგილებისას. 
მარტივი პარკირება

გააკეთეთ სრულყოფილი პარკირება მარტივად. Opel Mokka Electric-ის Advanced Park Assist¹ სისტემა თავად აკონტროლებს საჭეს და გეხმარებათ პარკირების პროცესში, მაშინ როცა თქვენ მხოლოდ მუხრუჭსა და ამაჩქარებელს მართავთ. სისტემა ასევე გეხმარებათ პარკირების ადგილის შერჩევაში, აფასებს მის საკმარის ზომას და საჭიროების შემთხვევაში გზაზე დაბრუნებაშიც გეხმარებათ.

¹ ხელმისაწვდომია მხოლოდ შერჩეულ კომპლექტაციებში.