უსაფრთხოება & მართვის ასისტენტი

ავტომატური გადაუდებელი დამუხრუჭება AEB1

იმოძრავეთ უსაფრთხოდ მთელი სამუშაო დღის განმავლობაში:

ავტომატური გადაუდებელი დამუხრუჭებამოძრავი თუ არამოძრავი ობიექტების ამოცნობით გაფრთხილებთ შესაძლო შეჯახების შესახებ ქვეითთან ან სხვა ავტომობილთან. თუ მძღოლი რეაგირებას არ მოახდენს, ავტომობილი ავტომატურად დაამუხრუჭებს.

Automatic Emergency Braking

დამატებითი (არასტანდარტული) აღჭურვილობა.

 
1 მუშაობს ავტომატურად 5 კმ/სთ-ზე მაღლა და 85 კმ/სთ-მდე სიჩქარის დროს. 0-დან 30 კმ/სთ-მდე შენელების მაჩვენებელი შეჯახების ზემოქმედების სიჩქარის შესამცირებლად შეადგენს 0.9 g-ს. 30-დან 85 კმ/სთ-მდე სისტემა მაქსიმუმ 22 კმ/სთ-ით ამცირებს სიჩქარეს. ამ ზღვრის შემდეგ მძღოლმა თავად უნდა დაამუხრუჭოს, რათა სიჩქარე კიდევ უფრო შეამციროს. AEBPD-ის მოქმედების სიჩქარის დიაპაზონი დამოკიდებულია აღმოჩენილ დაბრკოლებაზე (მოძრავი ობიექტი: 5-დან 85 კმ/სთ-მდე; უძრავი ობიექტი: 5-დან 80 კმ/სთ-მდე; ქვეითი: 5-დან 60 კმ/სთ-მდე). Opel-ის მძღოლის დამხმარე სისტემები განკუთვნილია მძღოლის მხარდასაჭერად სისტემის შეზღუდვების ფარგლებში. მძღოლი რჩება სრულად პასუხისმგებელი მართვაზე.

მართვის ასისტენტი 1

ჩვენი უსაფრთხოების პაკეტი თქვენი ყოველდღიური ბიზნესისთვის მოიცავს Highway Integrated Assist-ს, რომელიც აერთიანებს ადაპტირებულ კრუიზ-კონტროლს Stop & Go ფუნქციით, ასევე ზოლიდან ზოლში გადასვლის ასისტენტს და გაფართოებულ საგზაო ნიშნების ამომცნობ ფუნქციას.

ხელმისაწვდომია ავტომატურ გადაცემათა კოლოფის ვერსიაზე 

 

ბრმა ზონის სენსორი

Side Blind Spot Alert1 ავტომატურად აკვირდება და გაფრთხილებთ პარალელურ ზოლებში და „ბრმა ზონებში“ მოახლოებული სატრანსპორტო საშუალებების შესახებ, რაც გაძლევთ მეტ თავდაჯერებულობას ზოლის შეცვლისას და თქვენს ყოველდღიურ სამუშაო პროცესს ცოტათი უფრო მარტივს ხდის.

1 დამატებითი (არასტანდარტული) აღჭურვილობა.

 

Flank Guard — გვერდითი დაცვის სისტემა

გამოცადეთ უმაღლესი დონის სამუშაო უსაფრთხოება და კომფორტი Opel-ის Flank Guard1 სისტემით. იგი იყენებს 12 სენსორს, რათა  ვიზუალური და ხმოვანი სიგნალების მეშვეობით გაგაფრთხილოთ დაბალ სიჩქარეზე მოხვევისას ისეთი დაბრკოლებების შესახებ, რომლებიც შესაძლოა არ ჩანდეს.

1 დამატებითი (არასტანდარტული) აღჭურვილობა.

 

დინამიკური უკანა პერიმეტრული ხედვა

მარტივი პარკირება ნიშნავს უფრო მარტივ ყოველდღიურობას. Dynamic Surround Rear Vision1 იყენებს ორ კამერას, რათა ავტომობილის გარემო ციფრულ ეკრანზე გადმოიტანოს და მძღოლსისთვის უზრუნველყოს სრული ხილვადობა ყველა მიმართულებით — რაც ვიწრო პარკირების ადგილებში შესვლასა და გამოსვლას ბევრად ამარტივებს.

1 დამატებითი (არასტანდარტული) აღჭურვილობა.

 

უკანა ხედვის კამერა

თქვენი ფურგონი თქვენი ბიზნესია, ის საუკეთესო მოვლას იმსახურებს! უკანა ხედვის კამერა1 10 დიუმიან სენსორულ ეკრანზე ვირტუალურად გამოჩნდება, რაც უკან მოძრაობას მარტივს ხდის და ზედმეტი ნაკაწრებისა და დარტყმების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.

 

1 სურვილისამებრ

 

მისაბმელის სტაბილურობის კონტროლი

იყენებთ მისაბმელს თქვენი ბიზნესისთვის? Opel-ის Trailer Stability Control1 არის ჭკვიანი სისტემა, რომელიც აკვირდება მისაბმელის სტაბილურობას და ავტომატურად არეგულირებს ავტომობილის სიჩქარეს.

1 დამატებითი (არასტანდარტული) აღჭურვილობა.