მაქსიმალურად გამოიყენეთ თქვენი შესაძლებლობები: თუ მარტო მართავთ ავტომობილს, წინა მგზავრის სავარძელი შეგიძლიათ ადვილად აკეცოთ კიდევ უფრო მოქნილი და ტევადი სივრცის შესაქმნელად.
ინტერიერის გამყოფი
ყველაფერი გონივრულად აწყობილია! საბარგულის გამყოფი კედელი, სრულყოფილად გამოყოფს სატვირთო სივრცეს სალონისგან. ის აკავებს ტვირთს და აჩერებს სალონში ტვირთის მოხვედრას.
კარი
დაემშვიდობეთ პარკირების პრობლემებსა და შეფერხებებს თქვენს კლიენტებთან: ერთი ან ორმაგი მცურავი კარი აადვილებს Combo Cargo-ს უკანა მხარეს წვდომას და გამორიცხავს ნაკაწრების საფრთხეს ვიწრო ადგილებში პარკირებისას.
ლუქი
Combo Cargo-ს უკანა მხარეს ფანჯრიანი კარის1 დამატება ხილვადობის გასაუმჯობესებლად, ხელმისაწვდომია, მხოლოდ შეკვეთის საფუძველზე.
1მოითხოვს წინასწარ შეკვეთას
ვერსიები
Combo Cargo ხელმისაწვდომია ორი სიგრძით - 4.4 მეტრი სტანდარტული ვერსიისთვის, ან 4.75 მეტრი „Combo XL“ გრძელი ბაზის მქონე ვერსიისთვის, რომელსაც დამატებითი სატვირთო სივრცე აქვს. აირჩიეთ Crew Van ხუთი ადამიანის, მათ შორის მძღოლის, გადასაყვანად.