რთულ საგზაო პირობებშიც კი ეს სისტემა გეხმარებათ გზაზე სტაბილურად იმოძრაოთ: Traction Control-თან ერთად ESC სისტემა იყენებს საბურავების დამუხრუჭებას და ძრავის დამუხრუჭებას, რათა შეამციროს საბურავის მოსრიალება მოჭიდების დაკარგვის შემთხვევაში.
ინტეგრირებული Load Adaptive Control სისტემა კი ეხმარება Movano-ს სწორი მიმართულების შენარჩუნებაში , რადგან ის ახდენს ავტომობილის სტაბილიზაციას ტვირთის წონისა და განაწილების მიხედვით.
ESC ასევე მოიცავს Cross Wind Assist-ს (ქარის გვერდითი ზემოქმედების დახმარება), Roll Over Mitigation-ს (გადაბრუნების რისკის შემცირება) და Hill Holder-ს (აღმართზე გაჩერების დამხმარე ფუნქცია).