Vivaro შექმნილია თქვენი ბიზნესის წინსვლისთვის. მაღალი წარმადობისა და საწვავის ეკონომიური ძრავების კომბინაციით, ის უზრუნველყოფს გლუვ გადაადგილებას როგორც ქალაქის პირობებში, ისე მაგისტრალურ გზებზე. მიუხედავად მისი ზომისა, Vivaro გთავაზობთ მსუბუქ მართვასა და უმაღლეს დინამიკას. იგი აღჭურვილია ინტელექტუალური მძღოლის დამხმარე სისტემების ფართო სპექტრით, რომლებიც იცავს მძღოლს/მგზავრებს და ტვირთს ნებისმიერ სიტუაციაში. მათ შორისაა ავტომატური გადაუდებელი დამუხრუჭება, ზოლის შენარჩუნების ასისტენტი, გვერდითი ბრმა ზონის ამომცნობი, 180-გრადუსიანი უკანა ხედვის კამერა და სურვილისამებრ IntelliGrip-ის მოჭიდების კონტროლი.