Safety & driver support

180° უკანა ხედვის კამერა

ნაკლები სტრესი პარკირებისას და ქალაქის ვიწრო სივრცეებში მანევრირებისას- ეს სესაძლებელია ,რადგან Opel ViVaro უზრუნველყოფილია 180° პანორამული უკანა ხედვის კამერით, რომელიც 10-დუიმიან სენსორულ ეკრანზე¹ პროექცირდება.

ნაკლები შეჯახება და გაუმჯობესებული უსაფრთხოება ნიშნავს, რომ შენი სამუშაო დღეებიც ბევრად უფრო მშვიდად და კომფორტულად წარიმართება.

¹ დამატებითი ოფცია

 
წინ შეჯახების გაფრთხილება

 Forward Collision Warning სისტემა მუდმივად აკვირდება გზას წინ და მძღოლს აფრთხილებს შესაძლო შეჯახების საფრთხეზე სხვა სატრანსპორტო საშუალებებთან ან ფეხით მოსიარულეებთან.

საჭიროების შემთხვევაში, Automatic Emergency Braking სისტემა ავტომატურად ერთვება და დამოუკიდებლად ამუხრუჭებს, რათა თავიდან აიცილოს ავარია. ეს ყველაფერი უზრუნველყოფს უფრო უსაფრთხო და კონტროლირებად მართვის გამოცდილებას.

 
უკანა პერიმეტრის კონტროლი

Opel Vivaro-ით ვიწრო პარკინგებში მოძრაობისას ან პიკის საათებში გადაადგილებისას Dynamic Surround Rear Vision¹ მნიშვნელოვნად ზრდის უსაფრთხოებასა და კომფორტს.

ეს ჭკვიანი სისტემა იყენებს ორ კამერას, რომლებიც ავტომობილის გარემოს ციფრულ ეკრანზე გადმოსცემს, რაც მძღოლს აძლევს სრულ ხედვას და პერიმეტრის უკეთ აღქმის შესაძლებლობას.

¹ დამატებითი ოფცია