მნიშვნელოვანი ფაქტები

Opel ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი ავტომწარმოებელია. კომპანია 1862 წელს, ადამ ოპელმა, გერმანიის ქალაქ რიუსელჰაიმში დააარსა . კომპანიამ ავტომობილების წარმოება 1899 წელს დაიწყო და 2017 წლის აგვისტოდან Stellantis Group-ს შეუერთდა. ბრიტანული პარტნიორი ბრენდის, Vauxhall-ის მხარდაჭერით, Opel მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი და 2019 წელს თითქმის 1 მილიონი ავტომობილი გაყიდა. ამჟამად Opel ახორციელებს ელექტროფიკაციის სტრატეგიას მომავლის მობილობის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად და ამ სტრატეგიის ფარგლებში, 2024 წელს Opel-ის ყველა ევროპული მოდელი ელექტრო ვერსიით წარსდგა ევროპულ ბაზარზე. ეს Opel-ის სტრატეგიაა, რომელიც კომპანიას ეფექტური, მდგრადი და ინოვაციური მომავლისკენ მიიყვანს.

გაიგე მეტი ჩვენს შესახებ