საოჯახო ავტომობილები & მინივენები

საოჯახო ავტომობილები & მინივენები


საოჯახო ავტომობილები & მინივენები

არ აქვს მნიშვნელობა, ბავშვები სკოლაში მიგყავთ, გზაზე მიემგზავრებით თუ უბრალოდ ყოველდღიურ საქმეებს ასრულებთ, იცოდეთ, სწორად შერჩეული საოჯახო ავტომობილი ყველაფერს ცვლის.

Opel-ში ჩვენი საოჯახო ავტომობილებისა და მინივენების ასორტიმენტი ფარავს ყველა საჭიროებას — კომპაქტური და უფრო მოცულობითი, რომელიც მაქსიმუმ 9 მგზავრს იტევს.

Opel-ის საოჯახო ავტომობილი შექმნილია სივრცის, უსაფრთხოების, კომფორტისა და მოხერხებულობის გათვალისწინებით — იდეალურია აქტიური ყოველდღიური ცხოვრების მქონე ოჯახებისთვის.


აირჩიეთ თქვენი შემდეგი საოჯახო Opel ავტომობილი

როგორც მშობლებმა, თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის სწორი საოჯახო ავტომობილის არჩევა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ის ეტაპია, როცა ავტომობილი თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ყველაზე დიდ როლს ასრულებს. Opel-ის სამოდელო რიგში წარმოდგენილია თანამედროვე, დახვეწილი, კარგად აღჭურვილი და — რაც ყველაზე მთავარია — უსაფრთხო ავტომობილების შესანიშნავი არჩევანი, რომელიც მორგებულია ყველა ზომის ოჯახზე და ყველა ასაკის ბავშვზე.

Frontera

ელექტრო | ბენზინი | ჰიბრიდი

Frontera არის ფართო საოჯახო SUV, რომელიც იდეალურად ერგება ყოველდღიურ ცხოვრებას — ბავშვებისთვის, შინაური ცხოვლებებისთვის, შოპინგისთვის, ბარგისთვის — თანამედროვე ფუნქციონალით და 7 სავარძლის არჩევის შესაძლებლობით. 

Frontera - უნივერსალური საოჯახო ავტომობილი!

Astra Hatchback

ბენზინი | ჰიბრიდი

Astra არის 5-კარიანი ჰეჩბექი, რომელსაც აქვს პრემიუმ კლასის, ფართო და მოქნილი ინტერიერი — ყველა საჭირო და უსაფრთხოების ოფციებით.

ყველაფერთან ერთად, მისი კომპაქტური ზომა პარკირებას ამარტივებს და მის ყოველდღიურ გამოყენებას ძალიან მოსახერხებელს ხდის.

 

Grandland

ბენზინი | ჰიბრიდი

Grandland არის გაბედული, პრემიუმ კლასის SUV, რომელსაც აქვს დიდი საბარგული და უამრავი დამატებითი სათავსო.

მაღალი ჯდომის პოზიცია, თანამედროვე აღჭურვილობასთან ერთად — მათ შორის Intelli-Lux Pixel მაშუქებით და დამატებითი AWL სისტემით — ასევე მაღალტექნოლოგიური ინტერიერით Grandland იდეალური არჩევანია საოჯახო ტიპის მოდელებს შორის.

 

Combo

ბენზინი

Combo ხელმისაწვდომია 2 სხვადასხვა სიგრძით და ნამდვილად ამართლებს თავის სახელს — ის გთავაზობთ განსაკუთრებულ მრავალმხრივობას, სივრცესა და კომფორტს, რაც გაძლევთ თავისუფლებას მეტი შესაძლებლობისთვის.

მოდელს აქვს 7-მდე სავარძლის არჩევაც.

 

Zafira

ბენზინი | ელექტრო

Zafira კიდევ უფრო მეტ მოქნილობას გთავაზობთ — ორი სხვადასხვა სიგრძის ვერსიით. ის იდეალურია დიდი ოჯახებისთვის და ყველაფრისთვის, რაც მათ თან ახლავს. სურვილის შემთხვევაში კი მეგობრებისთვისაც რჩება ადგილი. ავტომობილი გათვლილია 9 მგზავრამდე.

 


აღმოაჩინე ჩვენი სხვა მოდელები

მოძებნე სასურველი მოდელი