გაეცანით Opel-ის თანამედროვე სიახლეებს

 აღმოაჩინეთ მართვის სრულიად ახალი გამოცდილება

მომავლის ხედვაზე დაფუძნებული ავტომობილი — შექმნილი დიდი იდეების გარშემო.

 

ახალი Opel Grandland, აღჭურვილი Intelli-Lux HD განათების სისტემით 50,000 პიქსელით, საკუთარ სეგმენტში ტექნოლოგიური ლიდერის პოზიციას იკავებს. 

Technical features

Opel Astra-ს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარება 
ჩვენი დიზაინის ფილოსოფია — Bold and Pure — განსაკუთრებული სიზუსტით აისახა ახალი თაობის Astra-ში.  Red Dot Award 2023 კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მოდელის წარმატებას, რომელმაც უკვე მოიპოვა ისეთი მნიშვნელოვანი აღიარებები, როგორიცაა „Golden Steering Wheel 2022“, „FAMILY CAR of the Year 2022“ და „German Compact Car of the Year 2023“. 
OPEL FRONTERA  — შენი ახალი ფავორიტი გზებზე!
7-ადგილიანი სივრცითა და მთელი ეკიპაჟისთვის გათვლილი კომფორტით, ახალი Frontera მზად არის ნებისმიერი თავგადასავლისთვის. ეს არის ახალი Opel Frontera — შექმნილი ყოველდღიური თავგადასავლებისთვის. 🚀⚡ 
IAA Mobility 2023
მიუნხენში, Opel-მა, მისი რევოლუციური კონცეპტუალური ავტომობილის #OpelExperimental წარდგენით, კიდევ ერთხელ წარმოაჩინა თავისი მომავლის ხედვა და ბრენდი პირდაპირ ახალი ეპოქისკენ მიმართა. 
Formula E World Championship - ახალი ეპოქის დასაწყისი. 🏁

წლების განმავლობაში Opel ავტოსპორტში მუდმივად ასოცირდებოდა პროგრესთან, სისწრაფესთან და ინოვაციებთან. ახლა კი ბრენდი მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ ელექტრო სარბოლო ჩემპიონატს უერთდება — Formula E-ს.მომავალი სეზონიდან ჩემპიონატი GEN4 თაობის სარბოლო ავტომობილებზე გადადის, და Opel მზად არის, შეუერთდეს სტარტის ხაზს. ეს არის GSE-ის სრულიად ახალი დონე — ადგილი, სადაც ელექტრომობილობის მომავალი რეალურ დროში იქმნება.Formula E არა მხოლოდ რბოლაა — ეს არის ინოვაციების გლობალური პლატფორმა, სადაც ვითარდება მოწინავე ტექნოლოგიები, იზრდება ელექტრო ავტომობილების შესაძლებლობები და ყალიბდება მდგრადი მომავლის ახალი სტანდარტები.

 

 
Corsa GSE Vision Gran Turismo-მ ეკრანიდან რეალურ სამყაროში გადაინაცვლა
ჩვენი მეოთხე ეპიზოდი სწორედ ამ გამორჩეულ პრემიერას ეთმობა — მომენტს, როდესაც Corsa GSE Vision Gran Turismo-მა ეკრანიდან რეალურ სამყაროში გადაინაცვლა და GSE-ის მომავლის ხედვა სრულიად ახალი ფორმით წარმოაჩინა. „ეს განსაკუთრებული დღეა — მომენტი, რომლისთვისაც ერთ წელზე მეტი ვიმუშავეთ, რათა საბოლოოდ მსოფლიო აუდიტორიისთვის წარგვედგინა ეს ავტომობილი“, — აღნიშნა Opel-ის აღმასრულებელმა დირექტორმა Florian Huettl-მა. 
Opel Mokka  | ახალი დიზაინი, კიდევ უფრო ჭკვიანი ტექნოლოგიები ⚡️
გაბედული დიზაინი, ინოვაციური ტექნოლოგიები და თავდაჯერებული ხასიათი — ახალი Opel Mokka სწორედ ის WOW-ეფექტია, რომელიც პირველივე წამიდან გამოირჩევა. თუმცა მის განსაკუთრებულობას სწორედ დეტალები ქმნის. ახალი Mokka წარმოდგენილია განახლებული Opel Blitz-ის ემბლემით, აეროდინამიკური დიზაინის დისკებით, შავი დიზაინის ხაზითა და დახვეწილი LED გრაფიკით. თანამედროვე ვიზუალს კიდევ უფრო გამორჩეულს ხდის სრულად chrome-free დიზაინის კონცეფცია. ინტერიერი ახლა კიდევ უფრო მინიმალისტური და ინტუიციურია — ახალი საჭითა და ბოლო თაობის ინფოთეინმენტ სისტემით, რომელიც სტანდარტულად მოიცავს 10-დუიმიან ციფრულ მძღოლის ეკრანსა და იმავე ზომის ფერად სენსორულ დისპლეის.