რა მოხდება,თუ ...
მომავლის ფორმირების საუკეთესო გზა მისი წარმოსახვაა: 2028 წლისთვის Opel სრულად ელექტრო ბრენდი იქნება. ჩვენი თამამი და თავდაუზოგავი შრომით და შემართებით, მზად ვართ „ახალი გზების“ შესასწავლად. ეს ნოვატორული ფილოსოფია შთააგონებს ჩვენს ყველა მოდელს და განსაზღვრავს ჩვენს მიერ შექმნილ ყველა დეტალს. იგივე ფილოსოფია გამოხატულია ჩვენს ყველა კონტენტსა და ახალ ლოგოში. გაიცანით ახალი Opel.

Opel Experimental
რა მოხდებოდა, მომავლის ავტომობილი დღესვე რომ შეგვექმნა?

 

ჩვენი ყველა ხედვა ერთ ავტომობილში. ჩვენი დაუღალავი მისწრაფების ფიზიკური გამოსახულება, რომელიც მიზნად ისახავს შესაძლო საზღვრების გადალახვას. Opel Experimental არა მხოლოდ ავტომობილების ხაზის, არამედ მთლიანად Opel-ის ბრენდის ნათელ ხედვას წარმოაჩენს. ეს არის ვიზიონერული კონცეპტუალური ავტომობილი, რომელიც დაფუძნებულია იდეებსა და შეხედულებებზე, სადაც ლიდერობს: დეტოქსირებული  მართვის გამოცდილება, მწვანე ინოვაცია და თანამედროვე გერმანული ტექნოლოგია და დიზაინი. სიმბოლო იმისა, თუ რისკენაც ჩვენ, Opel-ში, მთელი ჩვენი ენერგიით ვისწრაფვით.

Opel Experimental
რა მოხდებოდა, მომავლის ავტომობილი დღესვე რომ შეგვექმნა?
ჩვენი ყველა ხედვა ერთ ავტომობილში. ჩვენი დაუღალავი მისწრაფების ფიზიკური გამოსახულება, რომელიც მიზნად ისახავს შესაძლო საზღვრების გადალახვას. Opel Experimental არა მხოლოდ ავტომობილების ხაზის, არამედ მთლიანად Opel-ის ბრენდის ნათელ ხედვას წარმოაჩენს. ეს არის ვიზიონერული კონცეპტუალური ავტომობილი, რომელიც დაფუძნებულია იდეებსა და შეხედულებებზე, სადაც ლიდერობს: დეტოქსირებული  მართვის გამოცდილება, მწვანე ინოვაცია და თანამედროვე გერმანული ტექნოლოგია და დიზაინი. სიმბოლო იმისა, თუ რისკენაც ჩვენ, Opel-ში, მთელი ჩვენი ენერგიით ვისწრაფვით.

 ... თუ მთელ ჩვენს ენერგიას ხედვაში მივმართავთ? 

 

 

გაიცანით Opel Experimental.


... რა მოხდება, თუ ავტომობილი დაგეხმარება მხოლოდ აუცილებელზე კონცენტრირებაში?

ეს ჩვენი „დეტოქსის“ ფილოსოფიაა.

 

დეტოქსი ჩვენი მიდგომაა უფრო ფოკუსირებული, უსაფრთხო და ძლიერი მართვისკენ. ინტერიერი შექმნილია სუფთა და ინტერაქტიული გამოცდილების შესაქმნელად, რაც მძღოლებს საშუალებას აძლევს სრულყოფილად ჩაერთონ მართვის პროცესში. მართვის მარტივი პანელი მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვან ინფორმაციას წარმოადგენს. არაფერი მეტი, არაფერი ნაკლები, სწორედ ის რაც გჭირდებათ. მთლიანი სივრცე გავათავისუფლეთ მექანიკური საჭის კომპონენტების ამოღებით. ჩვენი ულტრამსუბუქი სავარძლები, რომლებიც დამზადებულია 3D ბადისებრი ტექნოლოგიის ქსოვილებით, უზრუნველყოფს განსაკუთრებულ მართვის გამოცდილებას.

... თუ მანქანა ყველა მგზავრობას უფრო ნათელს გახდიდა?

 

 

 როცა ვამბობთ „გრინოვაციას“ ვგულისმობთ ..
ინოვაციას მდგრადი მობილობისთვის. ეს არ არის მხოლოდ ავტომობილის შექმნა, არამედ მომავლის მახასიათებლების თავიდან გააზრება. Opel Experimental არის სრულიად ელექტრო ავტომობილი, რომელიც იყენებს გადამუშავებული რეზინისგან დამზადებულ საბურავებს. მისი მთავარი დიზაინის მახასიათებელია ქრომის არარსებობა. ქრომის დეტალები ჩანაცვლებულია მანათობელი ელემენტებით, რომლებიც დაფუძნებულია ყველაზე მოწინავე განათების ტექნოლოგიაზე. ექსტერიერის დიზაინი უზრუნველყოფს ოპტიმალურ აეროდინამიკურ შესრულებას, რაც, შთამბეჭდავ სილუეტთან ერთად, გვპირდება უნიკალურ მართვის გამოცდილებას, რომელიც დღევანდელობის საზღვრებს სცდება.  
...რა მოხდება, თუ დიზაინის კონცეფციას ხელახლა განვსაზღვრავთ? 
თანამედროვე გერმანული დიზაინი
ახალი დიზაინის ფილოსოფია „თამამი და სუფთა“ ყველა დეტალში ჩანს. 4D ახალი თაობის Opel Vizor და ექსპრესიული „კომპასის“ ფორმა დომინანტურია ავტომობილის თამამ წინა ნაწილში. უნიკალური ექსტერიერის დიზაინი ჰარმონიაშია ჩვენს პიონერულ სულისკვეთებასთან. შთამბეჭდავი, უახლესი განათება ხაზს უსვამს თანამედროვე პიროვნებას და ჩვენი ავტომობილების მომავლის დიზაინს წარმოაჩენს. 
რა მოხდება, თუ სინათლე თქვენს დამხმარედ იქცევა?

ეს „სინათლით ხატვას“ გავს

 

ხელოვნებისა და ტექნოლოგიის შერწყმა, როგორც დიზაინის კონცეფცია, სადაც „Painting with Light“ ავტომობილს ექსტერიერში გამორჩეულ იერს ანიჭებს და სალონში იდეალურ ატმოსფეროს ქმნის.

ამასთან, ის უსაფრთხოებაზეც ზრუნავს — დაბალი განათების პირობებში მძღოლს გზაზე არსებულ საფრთხეებზე აფრთხილებს.

რა მოხდება, თუ ონლაინ გამოცდილება ყველაფერს, რაც გჭირდებათ, მხოლოდ ერთი დაწკაპუნებით გაჩვენებთ?
აღმოაჩინეთ სრულიად ახალი ციფრული გამოცდილება.

შეუფერხებელი დიზაინი, რომელიც მხოლოდ თქვენთვის საჭირო ინფორმაციას გაწვდით. მარტივად გადაავლეთ თვალი ავტომობილის ყველა დეტალს — ყოველგვარი ზედმეტი ყურადღების გამფანტავი ელემენტების გარეშე.

 


...რა მოხდებოდა, ჩვენი ლოგო უბრალოდ ლოგოზე მეტი რომ ყოფილიყო?
ახალი ბლიცი. ელექტრომობილობის გზა. 
 
„Opel Blitz“ უფრო აქტუალურია, ვიდრე ოდესმე. ის გამოხატავს ჩვენს ღირებულებებს, ვინ ვართ და სად გვინდა წასვლა. ის სიმბოლურად გამოხატავს ჩვენს ერთგულებას ინოვაციებისა და მობილობის მიმართ ყველასთვის და ამავდროულად, გამოხატავს ჩვენს სტრატეგიას, გავხდეთ სრულად ელექტრო ბრენდი ევროპაში 2028 წლისთვის. ვერცერთი სხვა ლოგო ვერ ასახავს უკეთ ჩვენი ბრენდის „გაბედული და სუფთა“ ფილოსოფიას, რომელიც მიზნად ისახავს სრულად ელექტრო მომავალს. სწორედ ამიტომ, ჩვენ გადავხედეთ მას და გავხადეთ უფრო თამამი, მკვეთრი და თავდაჯერებული. გაიცანით ახალი Opel „Blitz“.