მძლავრი. ეფექტური. 100% ელექტრო.

ელექტრომობილებზე გადასვლის უპირატესობები

თუ გსურთ ჩუმი, გამონაბოლქვისგან თავისუფალი მართვა, სწორ ადგილას მოხვდით. Opel ელექტრომობილურობის ერთგულია.

ელექტრო ძრავით მართვა ნიშნავს ნაკლებ ჰაერის დაბინძურებას, შესაბამისად, უფრო სუფთა ჰაერს ქალაქში.

Carefree electric driving

 

Electric All-In is included with every new Opel electric car or van. It’s designed to make driving, charging and planning trips super-easy and worry-free. 

 

Just in case: 8 years of Mobile Charging and Roadside Assistance included in your battery warranty

Battery warranty: 8 years/160.000 km 

Home Charger and Charging Pass included

Connected services: charge scheduling, trip planning and cabin pre-conditioning included for 10 years


ელექტრო ავტომობილები

აირჩიეთ კომპრომისის გარეშე ! აირჩიეთ ის, რომელიც თქვენთვის ყველაზე შესაფერისია.

Mokka

ელექტრო

Mokka Electric გაბედული და მკვეთრი ხასიათის. მას აქვს გამორჩეული და ორიგინალური დიზაინი, მინიმალისტური ინტერიერი.იდეალური არჩევანია მათთვის ვისაც სურს იმოძრაოს ნულოვანი გამონაბოლქვით.

მაქსიმუმ 403 კმ ელექტრო სვლის დიაპაზონი (WLTP)*
სწრაფი დატენვა: 27 წუთში 20–80%
სწრაფი დამატებითი დატენვა: 11 წუთში +100 კმ

Frontera

ელექტრო l ჰიბრიდული 

Frontera Electric არის საოჯახო ავტომობილი, რომელიც ყველა საჭიროებას აკმაყოფილებს. მრავალმხრივი სივრცე იდეალურია ყოველდღიური ცხოვრებისთვის — ბავშვები, საყიდლები, ბარგი — და ამას ემატება თანამედროვე ფუნქციები. იმოძრავეთ ნულოვანი გამონაბოლქვით, უფრო ხელმისაწვდომად.

მაქსიმუმ 406 კმ ელექტრო სვლის დიაპაზონი (WLTP)*
სწრაფი დატენვა: 30 წუთში 20–80%
სწრაფი დამატებითი დატენვა: 10 წუთში +100 კმ


სცადე ჩვენი დატენვისა და დიაპაზონის სიმულატორი

შეამოწმეთ, რა მანძილამდე შეგიძლიათ იმოძრაოთ თქვენი ავტომობილით, ამინდის პირობებისა და მართვის სტილის მიხედვით.

ჰიბრიდული ვერსიები და დამტენი ინფრასტრუქტურა


ხშირად დასმული კითხვები

არის თუ არა ბატარეისთვის სპეციალური გარანტია?

დიახ. Opel-ის ელექტრო ავტომობილებს მოყვება 8-წლიანი (ან 160,000 კმ-მდე, რაც უფრო ადრე დადგება) გარანტია.

გარანტია ფარავს ბატარეასთან დაკავშირებულ ხარვეზს და ასევე უზრუნველყოფს შეინარჩუნოს მინიმუმ 70%-ი მისი საწყისი ტევადობიდან.

მჭირდება თუ არა ბატარეის ყოველთვის 100% დამუხტვა?

არა. ბატარეის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად რეკომენდებულია ყოველდღიური გამოყენებისთვის მაქსიმუმ 80%-მდე დამუხტვა. ეს ჩვენი ავტომობილების უმეტესობისთვის სტანდარტული პარამეტრია. თუ უმეტესად ქალაქში, მოკლე მანძილებზე მოძრაობთ, აღმოაჩენთ, რომ დამუხტვა არც ისე ხშირად დაგჭირდებათ — შესაძლოა კვირაში ერთხელ ან ორჯერ, ეს დამოკიდებულია ავტომობილის მოხმარების სიხშირეზე , მართვის სტილსა და სხვა ფაქტორებზე, რომლებიც ბატარეის მუშაობაზე ახდენს გავლენას.

თუმცა, გრძელ გზაზე გამგზავრებისას რეკომენდებულია მაქსიმალური სარგებლობისთვის ბატარეის სრულად, 100%-მდე დამუხტვა.

რა ფაქტორები მოქმედებს ელექტრომობილის ბატარეის მუშაობაზე?

როგორც შიდა წვის ძრავის მქონე ავტომობილებზე, ისე ელექტრო მოდელებზეც თითქმის ერთი და იგივე ფაქტორები მოქმედებს - როგორიცაა მგზავრების რაოდენობა და დამატებითი ტვირთი. ასევე, როგორც ნებისმიერი ავტომობილის შემთხვევაში, მართვის სტილი და გარემო პირობებიც მნიშვნელოვანია — მაგალითად, სწრაფი მოძრაობა და მთიან რელიეფზე გადაადგილება მეტ ენერგიას მოითხოვს. ელექტრომობილების ბატარეებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტემპერატურის ცვალებადობა.  ძალიან ცივი ამინდი ამცირებს ბატარეის ეფექტურობას, ამას ემატება საჭირო ფუნქციები — გათბობა (სავარძლების, საჭის, საქარე მინის და სალონის კლიმატკონტროლს).

ენეგო ეფექტურობაზე იგივე ზეგავლენას ახდენს ძალიან ცხელი ამინდებიც.


ეს ფაქტორები გასათვალისწინებელია ხანგრძლივი მგზავრობის დაგეგმვისას, ყოველდღიურ გამოყენებაზე დიდი გავლენა არ აქვს.

მჭირდება თუ არა wallbox ინსტალაცია?

თუ გაქვთ ადგილი,  ეს ნამდვილად კარგი არჩევანია — ის უფრო მოსახერხებელია და დამუხტვის დროც მნიშვნელოვნად მცირდება.

თუმცა, wallbox აუცილებელი არ არის: დამუხტვა შესაძლებელია საჯარო სადგურებზეც ან ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო როზეტითაც (ე.წ. trickle charging).

რა მოხდება თუ ბატარეის ელექტრო წყარო ამომეწურება?

ეს პრაქტიკულად ნაკლებად მოსალოდნელია —  თქვენ წინასწარ მიიღებთ საკმარის გაფრთხილებას, როცა დამუხტვა დაბალ დონეზე იქნება. შესაბამისად, თქვენ იქნებით დროულად ინფორმირებული და შეძლებთ უახლოეს ელექტრო სადგურამდე მშიდად მისვლას.

ძვირია თუ არა, ელექტრომობილის მოვლა?

არა. ისინი უფრო იაფია მოვლის თვალსაზრისით, რადგან აქვთ ნაკლები მოძრავი ნაწილი და ნაკლები მექანიკური სისტემა. ეს ნიშნავს, რომ არ არის საჭირო ზეთის შეცვლა, სანთლები, გამონაბოლქვის სისტემა და კბილანა ღვედი. გარდა ამისა, რეგენერაციული დამუხრუჭების წყალობით მუხრუჭების ცვეთა ნაკლებია.

გრძელვადიან პერიოდში შეგიძლიათ ელოდოთ, რომ თქვენი მომსახურების ხარჯები შემცირდება.

შემიძლია თუ არა ელექტრომობილით მისაბმელის ან ქარავანის ბუქსირება?

დიახ, შესაძლებელია. თუმცა, როგორც ნებისმიერი ავტომობილის შემთხვევაში, დამატებითი ტვირთი გავლენას ახდენს თქვენი ავტომობილის სავალ დიაპაზონზე და ამცირებს მას.