Opel-ი წარმოგიდგენთ ელექტრო და ჰიბრიდულ ავტომობილებს
ფლაგინ-ჰიბრიდი
Plug-in ჰიბრიდული ელექტრო ავტომობილები (PHEV) იკვებება როგორც ბატარეით, რომელიც ამარაგებს ელექტრო ძრავს, ასევე ბენზინით, რომელიც ამარაგებს შიდა წვის ძრავს. როგორც წესი, ავტომობილი მოძრაობს ელექტრო ენერგიაზე მანამ, სანამ ბატარეა თითქმის არ დაიცლება, რის შემდეგაც ავტომატურად გადადის ბენზინის ძრავაზე. ბატარეის დასატენად საჭიროა კაბელის შეერთება კშესაბამისა დამტენ პუნქტთან. მართვის დროს ბატარეა ასევე იტენება შენელებისას ან დამუხრუჭებისას. ამ პროცესს ეწოდება რეგენერაციული დამუხრუჭება. ყველა PHEV ავტომობილი ავტომატური გადაცემათა კოლოფით არის წარმოდგენილი.
ბენზინ-ჰიბრიდული
ჰიბრიდული ელექტრო ავტომობილები იკვებება ბენზინით მომუშავე შიდა წვის ძრავით, ასევე პატარა ელექტრო ძრავით, რომელიც იყენებს ბატარეაში დაგროვილ ენერგიას. ჰიბრიდული ელექტრო ავტომობილის დასატენად შეერთება არ არის საჭირო. ამის ნაცვლად, ბატარეა იტენება რეგენერაციული დამუხრუჭების მეშვეობით. ელექტრო ძრავის მიერ დამატებული სიმძლავრე საშუალებას აძლევს ჩვეულებრივ ძრავს იყოს უფრო მცირე ზომის. ბატარეა ამცირებს ძრავის უსარგებლო მუშაობას გაჩერებისას და უზრუნველყოფს ჩუმ ელექტრო სტარტს და თავისუფალ სვლას მაღალი სიჩქარით. ერთად აღებული, ეს მახასიათებლები იძლევა უკეთეს საწვავის ეკონომიას შესრულების შემცირების გარეშე. ყველა ბენზინ-ჰიბრიდული ავტომობილი ავტომატურია.
Opel-ის ფლაგინ-ჰიბრიდული და ჰიბრიდული მოდელები
Astra
Astra ერთდროულად დახვეწილი და პრემიუმ კლასისაა, შთამბეჭდავი აჩქარებითა და ავტობანისთვის შესაფერისი მართვის დინამიკით.
ჰიბრიდული ვარიანტები
Plug-in ჰიბრიდი, ელექტრო სვლის დიაპაზონით 82 კმ-მდე
ბენზინ-ჰიბრიდი (კაბელის გარეშე)
Frontera
Frontera გთავაზობთ მრავალმხრივ სივრცეს, რომელიც იდეალურია ყოველდღიური ცხოვრებისთვის — ბავშვები, შინაური ცხოველები, საყიდლები, ბარგი — და დამატებით თანამედროვე ფუნქციებს, როგორიცაა 7 სავარძლის არჩევანი.
ჰიბრიდული ვარიანტები
ბენზინ-ჰიბრიდი (კაბელის გარეშე)
Grandland
Grandland არის თამამი, პრემიუმ კლასის SUV. ხელმისაწვდომია Plug-in ჰიბრიდული ძრავით.
ჰიბრიდული ვარიანტები
Plug-in ჰიბრიდი, ელექტრო სვლის დიაპაზონით 101 კმ-მდე
ბენზინ-ჰიბრიდი (კაბელის გარეშე)
ძირითადად ქალაქში და მის გარშემო მოძრაობთ?
ხშირად დასმული კითხვები
რა განსხვავებაა ბენზინ-ჰიბრიდსა და პლაგ-ინ ჰიბრიდს შორის?
მთავარი განსხვავება ის არის, რომ პლაგ-ინ ჰიბრიდი ბევრად უფრო ჰგავს სრულად ელექტრომობილს. თუ მას მუდმივად დატენილს შეინარჩუნებთ, ყოველდღიური გადაადგილების უმეტეს ნაწილს ელექტროენერგიით შეძლებთ. ბენზინის ძრავი მხოლოდ მაშინ ერთვება, როცა ბატარეა იცლება. ასეთი მართვა ეკონომიურია და მოსახერხებელია გრძელი მგზავრობისას.
ბენზინ-ჰიბრიდი კი უფრო ჰგავს ჩვეულებრივ ბენზინის ავტომობილს. მისი დამუხტვა არასოდეს არის საჭირო კაბელით, რადგან ბატარეა იტენება კინეტიკური ენერგიით — ანუ მაშინ, როცა ამუხრუჭებთ ან სიჩქარეს ამცირებთ. ამას რეგენერაციული დამუხრუჭება ეწოდება.
არის თუ არა ჰიბრიდული მოდელებისთვის ბატარეის საგარანტიო მომსახურება?
ხდება თუ არა ელექტრო და ბენზინის ძრავებს შორის ავტომატურად გადართვა ?
არის თუ არა ჰიბრიდული ავტომობილების მოვლა-შენახვა უფრო იაფი?
რა ფაქტორები მოქმედებს დამუხტვადი (plug-in) ჰიბრიდის ბატარეის მუშაობის ეფექტურობაზე?
როგორც შიდა წვის ძრავით აღჭურვილი ავტომობილების შემთხვევაში, ისეთი ფაქტორები, როგორიცაა მგზავრების რაოდენობა და დამატებითი ტვირთის მასა, გავლენას ახდენს ავტომობილის მუშაობის ეფექტურობაზე. ასევე, როგორც ნებისმიერი სხვა ავტომობილის შემთხვევაში, მნიშვნელობა აქვს მართვის სტილსა და გარემოს — მაღალი სიჩქარით, მთაგორიან რელიეფზე გადაადგილება უფრო მეტ ენერგიას მოიხმარს.
დამუხტვადი (plug-in) ჰიბრიდული ავტომობილის ბატარეებისთვის კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტემპერატურის ცვლილებები. ძალიან ცივი ამინდი უარყოფითად მოქმედებს ბატარეის ეფექტურობაზე. ამასთან, ასეთ პირობებში ხშირად გამოიყენება დამატებითი კომფორტის სისტემები — მაგალითად, სავარძლების, საჭის ან საქარე მინის გათბობა, ასევე ჩვეულებრივი კლიმატკონტროლი — რაც დამატებით ენერგიას მოითხოვს.
მჭირდება თუ არა დამუხტვადი (plug-in) ჰიბრიდისთვის კედელზე დასამონტაჟებელი დამტენი (wallbox)?
იმისათვის, რომ მაქსიმალურად გამოიყენოთ დამუხტვადი (plug-in) ჰიბრიდის შესაძლებლობები, მნიშვნელოვანია მისი მუდმივად დატენვა. ამ გზით თქვენ ამცირებთ ადგილობრივი ჰაერის დაბინძურებაში წვლილს და ზოგავთ საწვავის ხარჯებს.
თუ გაქვთ შესაძლებლობა, რომ ავტომობილი გააჩეროთ გზის მიღმა და დააყენოთ კედელზე დასამონტაჟებელი დამტენი (wallbox), ეს კარგი გადაწყვეტილებაა, რადგან ის როგორც კომფორტულია, ისე ამცირებს დამუხტვის დროს. თუმცა, ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ელექტროროზეტიდან დამუხტვაც სრულად შესაძლებელია.