დამუხტვა ყოველდღიური გამოყენებისთვის
ქალაქში ყოველდღიური გამოყენებისთვის თქვენი ავტომობილის ყოველდღე დამუხტვა არ არის აუცილებელი. ეს იმიტომ, რომ საშუალოდ ადამიანები დღეში 30 კმ-ზე მეტს არ გადიან. დამუხტვის დრო დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ამუხტავთ ავტომობილს. Free2move Charge-ის დამუხტვის გადაწყვეტილებები გაძლევთ ყველაფერს, რაც გჭირდებათ . 7 kW დამტენით დამუხტვა, სახლის ან საჯარო სადგურთან, როგორც წესი, 8 საათი სჭირდება.
თუ სარგებლობ კერძო პარკირებით
ყველაზე მოსახერხებელი გადაწყვეტაა სახლის დამტენის — ტექნიკურად AC სახლის დამუხტვის სადგურის — დაყენება.
დამტენი, სპეციალურად თქვენს ავტომობილზეა მორგებული და ბევრად უფრო სწრაფი და უსაფრთხოა.
მისი მონტაჟი აუცილებელია განხორციელდეს კვალიფიციური ელექტრიკოსის მიერ.
საჯარო ქუჩის დამტენი
სტანდარტულად, საჯარო დამტენები უზრუნველყოფენ 7–11 kW სიმძლავრეს. ასეთი დამტენი იდეალურია ღამით დასამუხტად, რადგან სრული დამუხტვა დაახლოებით 4–8 საათს საჭიროებს.
დამუხტვისთვის გამოიყენება ის კაბელი, რომელიც ავტომობილთან ერთად გადმოგეცემათ— ე.წ. „Type 2“.
მეტი კომფორტისთვის, თქვენი Opel აღჭურვილია Free2move Charge Pass-ით, რომელიც შედის Electric All In პაკეტში.
3 საუკეთესო რჩევა ყოველდღიური დამუხტვისთვის
რამდენ ხანს უნდა დაელოდოთ?
სრული დამუხტვა (20%-დან 80%-მდე) 150 kW სწრაფ (DC) დამტენზე სულ დაახლოებით ნახევარ საათზე ნაკლებს საჭიროებს.
ოპტიმალურ ვერსიად, სწრაფი დამუხტვით — 100 კმ დიაპზონს მხოლოდ 10 წუთში დაიმატებთ.
ეს იმდენად სწრაფია, რომ ყავის დალევასაც კი ვერ მოასწრებთ ☕🙂
როგორ გავზარდოთ ავტომობილის დიაპაზონი
შეინარჩუნეთ ზომიერი სიჩქარე. ხშირი და მკვეთრი აჩქარება უფრო სწრაფად ამცირებს ბატარეის ენერგიას.
თუ გაქვთ სახურავის საბარგული, იცოდეთ რომ ის აეროდინამიკას აუარესებს.
შესაბამისად, უმჯობესი მისი, მოხსნა.
ელექტრო მართვის ხშირად დასმული კითხვები
არის თუ არა ბატარეისთვის სპეციალური გარანტია?
დიახ. Opel-ის ელექტრო ავტომობილებს მოყვება 8-წლიანი (ან 160,000 კმ-მდე, რაც უფრო ადრე დადგება) გარანტია.
გარანტია ფარავს ბატარეასთან დაკავშირებულ ხარვეზს და ასევე უზრუნველყოფს შეინარჩუნოს მინიმუმ 70%-ი მისი საწყისი ტევადობიდან.
მჭირდება თუ არა ყოველთვის 100%-მდე დამუხტვა?
არა. ბატარეის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად რეკომენდებულია ყოველდღიური გამოყენებისთვის მაქსიმუმ 80%-მდე დამუხტვა. ეს ჩვენი ავტომობილების უმეტესობისთვის სტანდარტული პარამეტრია. თუ უმეტესად ქალაქში, მოკლე მანძილებზე მოძრაობთ, აღმოაჩენთ, რომ დამუხტვა არც ისე ხშირად დაგჭირდებათ — შესაძლოა კვირაში ერთხელ ან ორჯერ, ეს დამოკიდებულია ავტომობილის მოხმარების სიხშირეზე , მართვის სტილსა და სხვა ფაქტორებზე, რომლებიც ბატარეის მუშაობაზე ახდენს გავლენას.
თუმცა, გრძელ გზაზე გამგზავრებისას რეკომენდებულია მაქსიმალური სარგებლობისთვის ბატარეის სრულად, 100%-მდე დამუხტვა.
რა ფაქტორები მოქმედებს ელექტრომობილის ბატარეის მუშაობაზე?
როგორც შიდა წვის ძრავის მქონე ავტომობილებზე, ისე ელექტრო მოდელებზეც თითქმის ერთი და იგივე ფაქტორები მოქმედებს - როგორიცაა მგზავრების რაოდენობა და დამატებითი ტვირთი. ასევე, როგორც ნებისმიერი ავტომობილის შემთხვევაში, მართვის სტილი და გარემო პირობებიც მნიშვნელოვანია — მაგალითად, სწრაფი მოძრაობა და მთიან რელიეფზე გადაადგილება მეტ ენერგიას მოითხოვს. ელექტრომობილების ბატარეებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტემპერატურის ცვალებადობა. ძალიან ცივი ამინდი ამცირებს ბატარეის ეფექტურობას, ამას ემატება საჭირო ფუნქციები — გათბობა (სავარძლების, საჭის, საქარე მინის და სალონის კლიმატკონტროლს).
ენეგო ეფექტურობაზე იგივე ზეგავლენას ახდენს ძალიან ცხელი ამინდებიც.
ეს ფაქტორები გასათვალისწინებელია ხანგრძლივი მგზავრობის დაგეგმვისას, ყოველდღიურ გამოყენებაზე დიდი გავლენა არ აქვს.
მჭირდება თუ არა wallbox-ის დაყენება?
თუ გაქვთ ადგილი, ეს ნამდვილად კარგი არჩევანია — ის უფრო მოსახერხებელია და დამუხტვის დროც მნიშვნელოვნად მცირდება.
თუმცა, wallbox აუცილებელი არ არის: დამუხტვა შესაძლებელია საჯარო სადგურებზეც ან ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო როზეტითაც (ე.წ. trickle charging).
რა მოხდება, თუ ბატარეის წყარო დამიმთავრდება?
ძვირია თუ არა ელექტრომობილების მოვლა?
არა. ისინი უფრო იაფია მოვლის თვალსაზრისით, რადგან აქვთ ნაკლები მოძრავი ნაწილი და ნაკლები მექანიკური სისტემა. ეს ნიშნავს, რომ არ არის საჭირო ზეთის შეცვლა, სანთლები, გამონაბოლქვის სისტემა და კბილანა ღვედი. გარდა ამისა, რეგენერაციული დამუხრუჭების წყალობით მუხრუჭების ცვეთა ნაკლებია.
გრძელვადიან პერიოდში შეგიძლიათ ელოდოთ, რომ თქვენი მომსახურების ხარჯები შემცირდება.