ახალი Opel Frontera: ფართო და მრავალმხრივად სასიამოვნო SUV


7 მაისი, 2026წ.

Opel იწყებს ახალი თავის წერას მისი ხანგრძლივი და წარმატებული ისტორიის ფარგლებში: რუსელსჰაიმში დაფუძნებულმა ავტომწარმოებელმა ახალი Opel Frontera წარადგინა.

 

„მტკიცე დიზაინის, ფართო სივრცის, ჭკვიანი გადაწყვეტილებებისა და ეფექტური ძრავების კომბინაციით, ჩვენ ახალ, Opel Frontera-ს, მომხმარებლების ფართო აუდიტორია აუცილებლად მოგვიწონებს. იგი იდეალურად ერგება როგორც ქალაქურ, ისე ქალაქის შემოგარენ გარემოს და ამავდროულად უზრუნველყოფს კომფორტულ და სასიამოვნო გამოცდილებას,“ — განაცხადა Opel-ის აღმასრულებელმა დირექტორმა Florian Huettl.

 

ახალი Frontera  საკმაოდ ეფექტური ავტომობილია, რომელში მტკიცე და სუფთა დიზაინის ფილოსოფიის ინტერპრეტაცია საკმაოდ მკვეთრად აღიქმება. ვერტიკალური წინა სილუეტი და უნიკალური პროპორციები აერთიანებს ფართო და ფუნქციურ სალონს და თანამედროვე იერს სძენს მოდელს. წინა ცხაურის შავი Vizor ქმნის უნიკალურ იდენტობას და აერთიანებს Eco LED მაშუქებს, ავტომატურ შორ განათებას და ცენტრალურ ლოგოს. ქვედა ნაწილში ტრაპეციული ჰაერის ჭრილი ხაზს უსვამს ავტომობილის მყარ და სტაბილურ პოზიციას. 

 ინსტრუმენტულ პანელზე და კარებზე განთავსებული ჰორიზონტალური დეკორი სალონს ვიზუალურად კიდევ უფრო ფართოს აჩენს. ასევე წარმოდგენილია Opel-ის Pure Panel ციფრული კოკპიტი ორი 10-დუიმიანი ეკრანით და მულტიმედიური სისტემით, რომელიც გამოირჩევა როგორც ვიზუალურად, ისე ფუნქციურად. Opel იცავს მინიმალისტურ და „ციფრული დეტოქსის“ ფილოსოფიას, 

სავარძლების კომფორტის მხრივ Opel კვლავ ნერგავს ინოვაციებს — წინა სავარძლებში გამოყენებულია დაპატენტებული Intelli-Seat სისტემა, რომელიც ამცირებს დატვირთვასწელის ზონაზე და უზრუნველყოფს კომფორტს ხანგრძლივი მგზავრობისას. სავარძლები ასევე დამზადებულია ნაწილობრივ გადამუშავებული, ეკოლოგიურად მდგრადი მასალებით.

ახალი Frontera გამოირჩევა ტვირთამწეობითაც:

  • უკანა სავარძლებით — 460 ლიტრზე მეტი საბარგული

  • დაკეცილი სავარძლებით — 1,600 ლიტრამდე მოცულობა

  • 60:40 გაყოფილი უკანა რიგი

  • დამატებითი იატაკი სტანდარტულად

  • 200 კგ-ზე მეტი სახურავის დატვირთვის შესაძლებლობა (სურვილისამებრ რელინგებით)

ახალი Opel Frontera ეს არის SUV, რომელიც აერთიანებს თანამედროვე დიზაინს, ჭკვიან ტექნოლოგიებსა და მრავალმხრივ ქუნციურობას.