Opel Manta GSe ElektroMOD

The „Manta ბრუნდება“

Opel Manta იყო 1970-იანი წლების საავტომობილო დიზაინის ნამდვილი ვარსკვლავი. ახლა ის ბრუნდება სრულიად ახალი, ელექტრიფიცირებული სახით, ე.წ. RestoMod-ის სტილში.

გაიცანით ახალი ელექტრო Manta GSe — ძველი Manta, მაგრამ სრულიად განსხვავებული.

GSe ElektroMOD დიზაინი

უნიკალური

Opel Manta GSe ElektroMOD არის ერთგვარი თანამედროვე გადმოცემა იმისა, რაც ორიგინალ Manta-ს უნიკალურს ხდიდა. ძველი მოდელის ხასიათი ერთიანდება თანამედროვე Opel-ის „Bold and Pure“ დიზაინის ახალ ხედვასთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან.

რევოლუციური 

ყველა ნამდვილად რევოლუციური იდეა ერთ დღეს ისევ ბრუნდება. ორიგინალმა Manta-მ შთაგონება მისცა Vizor-ს — ყველა ახალი Opel-ის დიზაინის გამორჩეულ ელემენტს — და ახლა ის უკვე GSe ElektroMOD-ზეც დაბრუნდა.

მომავლის ხედვა

MOD-ის ერთ-ერთი მნიშვნელობა „თანამედროვეობაა“, რაც ნათლად ჩანს ამ უნიკალურ ElektroMOD კონცეფციაში — მძღოლზე ორიენტირებული, სრულად ციფრული სალონით, აერთიანებს Opel-ის მთავარ ფასეულობას - მკვეთრ და ემოციურ, გაბედულ დიზაინს.

თანამედროვე სპორტული სავარძლები, ყვითელი დეკორის ჩანართებით, სრულყოფილად წარმოაჩენს  „detox“ სტილის საერთო გამოცდილებას.

GSe ElektroMOD სიმძლავრე

იყავი წამყვანი ძალა

წარსულის სულისკვეთებით შექმნილი, თუმცა მომავალზე ორიენტირებული Opel Manta. მისი ელექტრო სისტემა უზრუნველყოფს გამონაბოლქვის გარეშე 108 კვტ/147 ცხ.ძ. სიმძლავრეს, უკანა წამყვანი სისტემით და აღდგენილი ოთხსაფეხურიანი გადაცემათა კოლოფით — არჩევადი ავტომატური რეჟიმით.

მძლავრი ბრუნვის მომენტი

ლეგენდარული Manta GT/E 1974 წელს ცნობილი იყო ოთხცილინდრიანი ძრავით და 105 ცხ.ძ. (77 კვტ) სიმძლავრით, თუმცა ვერ შეედრება Opel-ის ახალი თაობის ელექტრო სისტემის მყისიერ აჩქარებას და 255 ნმ ბრუნვის მომენტს, რომელიც მოძრაობის დაწყებისთანავეა ხელმისაწვდომი.

Manta GSe-ს შეუძლია დამუხრუჭების ენერგიის აღდგენაც. სწორედ ასე იცვლება სამყარო მდგრადად.

ემოციები, და არა ემისიები

GSe ElektroMOD თავისი 31 კვტ·სთ ბატარეით და 200 კმ-მდე სვლით კიდევ ერთი საინტერესო ნაბიჯია Opel ელექტრიფიკაციისკენ.

 

GSe ElektroMOD ციფრული ვერსია

კოდური სახელწოდება: Manta

გაცუფრულებას GSe ElektroMOD ახალ დონეზე აჰყავს, როცა ლეგენდარული Manta-ს ლოგო თითქოს ცოცხლდება. მისი სახელწოდება , ძრავის აღმნიშვნელი სიმბოლო და ემბლემები გაუმჯობესებულია iQR კოდებით.

პიქსელურად იდეალური

GSe ElektroMOD აღჭურვილია ბრენდის ახალი განსაკუთრებული ვერსიით — Pixel Vizor-ით.

ავტომობილის მთელ სიგანეზე გადაჭიმული LED ეკრანი საშუალებას აძლევს Manta-ს, „ესაუბროს“ სამყაროს.

Manta გესაუბრება 

GSe ElektroMOD-ის Pixel Vizor ნათლად აჩვენებს, როგორ ვითარდება ეს ტექნოლოგია:

„ჩემი გერმანული გული ელექტრიფიცირებულია“ და „მე ნულოვანი გამონაბოლქვის გზაზე ვარ. მე ElektroMOD ვარ“.

Spark emotion

Ashley niall
“Can be and should be the future of electric vehicles”. 
Watch video
Auto design magazine
“Electric Renaissance”.  
Read article
Slashgear
“Oozing with retro styling” - “Bring it on”!  
Read article