Opel-ის ქარხნული გარანტია
ოპელის მარკის ავტომობილებზე დადგენილი საგარანტიო ვადები
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია განსაზღვრავს ოპერაციებს, რომლებიც საჭიროა თქვენი ავტომობილის მოვლისთვის და შეესაბამება თქვენთვის უსაფრთხო მართვის პირობებს. ეს საშუალებას გაძლევთ დაგეგმოთ თქვენი ავტომობილის მომსახურება ჩვენს სერვის ცენტრში.
საგარანტიო ვადები განისაზღვრება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5 წლის ვადით ან 150.000 კმ-ით (რომელიც პირველი შესრულდება).
საგარანტიო პირობები ვრცელდება ძირითად აგრეგატებზე, როგორიცაა:
- ძრავი - გარდა ცვეთადი დეტალებისა,როგორიცაა კბილანა ღვედი, აალების სანთლები, ანთების სანთელი,საწვავის სისტემა, ზემოქმედების შედეგად დამდგარი გაუმართაობა.
- გადაცემათა კოლოფი:
- ავტომატურ გადაცემათა კოლოფი- გარდა ჰიდრავლიკური ქურო(მუფტა)
- მექანიკურ გადაცემათა კოლოფი -გარდა გადაბმულობის ქურო, გადაბმულობის დისკი, მიმმართველი საკისარი, მქნევარა, ზემოქმედების შედეგად დამდგარი გაუმართაობა.
3. ელექტროობა- გარდა ნათურების, ელექტრო დამცველების, მულტიმედიურ მოწყობილობების, ზემოქმედების შედეგად დამდგარი ზიანის.
საგარანტიო ვადის ათვლა იწყება ავტომობილის მყიდველისათვის გადაცემის მომენტიდან
გარანტია გულისხმობს უვარგისი ნაწილის, აგრეთვე საწარმოო დეფექტის მქონე კვანძებისა და აგრეგატების რემონტს ან შეცვლას (შეკეთებას შეუძლებლობის შემთხვევაში), მათ მონტაჟთან/დემონტაჟთან დაკვშირებულ უფასო მომსახურებას. ამასთან ავტომობილი უნდა გადიოდეს სავალდებულო ტექნიკურ მომსახურებას სადილერო ცენტრში.
საგარანტიო ვალდებულებები არ ვრცელდება ბუნებრივი ცვეთის გამოწვეულ დეფექტებზე. არასწორი ექსპლუატაციით ან სერვისით, აგრეთვე ავტომობილის კონსტრუქციაში დილერთან შეუთანხმებელი ცვილებების შეტანით გამოწვეულ დაზიანებებზე.
საგარანტიო პერიოდის განმავლობაში მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას ავტომობილზე გამოვლენილი ნებისმიერი საწარმოო დეფექტის აღმოფხვრა, შეკეთება ან საქონლის ახლით შეცვლა განახორციელოს საკუთარი სახსრებით.
საგარანტიო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები ძალაშია მთელი საგარანტიო ვადის განმავლობაში, სატრანსპორტო საშუალების მფლობელის შეცვლის მიუხედავად. ამასთან, საგარანტიო პერიოდში ტექ-მომსახურების გაწევისას გამოყენებული სათადარიგო ნაწილები/საცხებ-საპოხი მასალები არის ახალი (ექსპლუატაციაში არმყოფი) და მწარმოებლის მიერ რეკომენდირებული.