"„მე მიყვარს ჩემი ავტომობილი, ამიტომ მას ყოველთვის ვუვლი"
ჩვენს ვზრუნავთ თქვენს ავტომობილზე
თქვენი Opel-ის რეგულარული სერვისი და ტექნიკური მოვლა ავტორიზებულ Opel ცენტრში უზრუნველყოფს ავტომობილის მაქსიმალურ ეფექტიანობასა და გამართულ მუშაობას. ეს ხელს უწყობს ძრავის ეფექტურობის შენარჩუნებას, საწვავის ეკონომიურ მოხმარებასა და CO₂ ემისიების შემცირებას.
ისარგებლეთ პროფესიონალური სერვისით — გამოცდილი და სერტიფიცირებული ტექნიკოსების მომსახურებით, ორიგინალი Opel-ის ნაწილებითა და უსაფრთხოების სისტემების, ტექნიკური კამპანიებისა და პროგრამული განახლებების სპეციალური შეთავაზებებით და შემოწმებით.
სერვისის დასრულების შემდეგ კი თქვენი მომსახურება ოფიციალურად დაფიქსირდება Opel-ის სერვის-წიგნაკშიც.
როგორც ნებისმიერი ავტომობილი, თქვენი Opel რეგულარულ სერვისს საჭიროებს, რათა ყოველთვის საუკეთესო მდგომარეობაში იყოს და შეინარჩუნოს თავისი ღირებულება.
ავტორიზებულ სერვისცენტრს თქვენი ავტომობილის ტექნოლოგიების ყველაზე ზუსტი ცოდნა აქვს და აღჭურვილია სპეციალური ხელსაწყოებითა და თანამედროვე კომპიუტერული დიაგნოსტიკური სისტემებით, რაც უზრუნველყოფს ხარისხიან შეკეთებას სამართლიან ფასად.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია განსაზღვრავს ოპერაციებს, რომლებიც საჭიროა თქვენი ავტომობილის მოვლისთვის და შეესაბამება უსაფრთხო მართვის პირობებს. ეს საშუალებას გაძლევთ დაგეგმოთ თქვენი ავტომობილის მომსახურება ჩვენს სერვის ცენტრში და გაიაროთ შემდეგი მომსახურებები.
ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ავტომობილი შემოწმდეს წელიწადში ერთხელ ან ყოველ 30,000 კილომეტრზე ერთხელ.
- ზეთისა და ზეთის ფილტრის შეცვლას
- სალონის ფილტრის შეცვლას
- აკუმულატორის შემოწმებას
- სამუხრუჭე სითხის შეცვლას
- ზოგად ტექნიკურ დათვალიერებას (კორპუსი, საბურავები, გამონაბოლქვი სისტემა)
- მუხრუჭების, ძრავისა და შასის შემოწმებას
- განათებისა და ელექტრო სისტემების შემოწმებას
The Opel service booklet goes digital!